ქართული მოდის ლაბორატორია
Geofashionlab.com არის ონლაინ
პლატფორმა როგორც ცნობილი, ასევე
ნიჭიერი დამწყები
ქართველი
დიზაინერებისთვის. მისი მიზანია, ქართული მოდა გაიტანოს
საერთაშორისო
ასპარეზზე, საშუალება მისცეს ქართველ
შემოქმედებს,
გააცნონ თავიანთი შემოქმედება მსოფლიოს და ინტეგრირდნენ გლობალურ
ბაზარზე. იდეა ეკუთვნის თვითნასწავლ ქართველ დიზაინერს
მაკა
ხუციშვილს – Makkine. ვებგვერდის მიზანია ზოგადად საქართველოსა და ქართველი დიზაინერების, მოდელების, ფოტოგრაფების,
ვიზაჟისტებისა თუ მხატვრების პოპულარიზაცია, ქუჩის მოდის განვითარება, მოდის სტილისტების ჩართვა პროცესში,
ასევე იმ ადამიანების წარმოჩენა, რომლებიც თავიანთი ჩაცმულობითა თუ სტილით ზეგავლენას
ახდენენ ქართულ მოდაზე.
ეს კრეატიული
პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მოდა და მასთან დაკავშირებული ესა
თუ ის სფერო, ასევე მათთვისაც, ვინც უბრალოდ ცდილობს, ფეხი აუწყოს მოდის თანამედროვე
ტენდენციებს
Geofashionlab.com
https://www.facebook.com/Geofashionlab-311013779323143/
Geofashionlab.com
https://www.facebook.com/Geofashionlab-311013779323143/